ამერიკის შეერთებული შტატების "ინტერნეტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით მოხმარების ცენტრისა" და "Microsoft”-ის სპეციალისტებმა შეისწავლეს მოზარდებისა და ახალგაზრდობის ე.წ. ონლაინ სოციალური საიტებით დაინტერესება და შეშფოთება გამოთქვეს იმ შედეგების გამო, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. როგორც ანალიზმა აჩვენა, ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ინტრესდებიან შემდეგი საიტებით:
www.odnoklassniki.ru
www.vkontakte.ru
www.myspace.com
www.xanga.com
www.facebook.com
www.livejournal.com
ამ საიტებზე ახალგაზრდები პერსონალურ მონაცემებს, პირად ინფორმაციასა და ფოტოსურათებს ათავსებენ, თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, არცთუ იშვიათია ძალადობრივი შინაარსის მასალების გამოქვეყნება. ამასთან, ხიფათის შემცველია სარისკო სექსუალური ქცევისკენ მიმართული წინადადებებისა და მოწოდებების გამოქვეყნება, რომლებმაც გულუბრყვილო მოზარდები შესაძლოა "სექსუალური მტაცებლების”, ბავშვთა პორნოგრაფიის, მოზარდებთან "სექსუალური თამაშების” მოყვარულთა მსხვერპლად აქციოს.maswavlebeli.ge
No comments:
Post a Comment